საქართველოდან რეექსპორტის მაჩვენებელი 111.6%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, თუ 2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან „გადაყიდული“ პროდუქციის ჯამური მოცულობა 876 მლნ დოლარს აჭარბებდა, წელს ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მილიარდ რვაას მილიონ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ რეექსპორტში ყველაზე დიდი წილი მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებებზე მოდის - თითქმის მლრდ სამასი მილიონი დოლარი და წელს მთლიან მაჩვენებელში მისი წილი თითქმის 68% იყო. მეორე ადგილზეა - მზა კვების პროდუქტები, სასმელები და თამბაქო. მესამე ადგილზე კი ელექტროტექნიკური მანქანა-მოწყობილობები და მათი ნაწილებია.