უკრაინის გენშტაბის ანგარიშის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უწყების ცნობით, უკრაინის მხარემ რუსების 4 საბრძოლო საცავს, 12 საარტილერიო იარაღს, ორ მართვის პუნქტს და მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 2 ადგილს დაარტყა. ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეტევის შემდეგ თავდაცვის ძალებს ბახმუტის სამხრეთით ნაწილობრივი წარმატება აქვთ. უკრაინელები მოწინააღმდეგეს დაკავებული პოზიციებიდან აძევებენ და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან.