უკრაინის დედაქალაქს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეწვია. ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას უკვე შეხვდა. მისი თქმით, უკრაინას კონტრშეტევაში კარგი პროგრესი აქვს, რაც დამაიმედებელია. სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაში დახმარებას განაგრძობს. მისივე თქმით, ამერიკა მზადაა, უკრაინაში ეკონომიკის აღდგენასა და დემოკრატიის განმტკიცებაზე პარტნიორებათან მუშაობა განაგრძოს. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი შეხვედრას ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც მართავს. საუბრის მთავარი თემა უკრაინაში არსებული ვითარება და გამოწვევები იქნება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბლინკენი უკრაინისთვის მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობის ახალ დახმარების პაკეტსაც გამოაცხადებს.