ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვევა. ჯოზეფ ბორელი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესსა და საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგოებში ბორელი მთავრობის ლიდერებს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ოპოზიციას შეხვდება. ხელისუფლების ოპონენტთა განმარტებით, ბორელის ვიზიტი ხელიაუფლების მისამართით ბოლო გაფრთხილებაა. პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა.