„ჩინეთის გზა მოდერნიზაციისკენ - ჩინეთისა და საქართელოს ურთიერთობები“ - დღეს სწორედ ამ თემებს განიხილავდნენ კონფერენციის ფარგლებში, რომელიც თბილისში გაიმართა. ჩინეთის ელჩის განცხადებით, ერთ-ერთი საკვანძო თემა შუა დერეფნის საკითხია. ამავე დროს, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულმა პარნიორობამ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის აზრი ორად გაყო. ხელისუფლების ოპონენტები კონკრეტულ საფრთზეებზე საუბრობენ და უმრავლესობისგან დამატებითი დეტალების დაზუსტებას მოითხოვენ. როგორ გამოეხმაურნენ დღევანდელ კონფერენციას ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები, ამას მარიამ ბუკია გვეტყვის, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო.