სალომე ზურაბიშვილის შესაძლო იმპიჩმენტს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ოზოზიციის დახმარების გარეშე „ქართული ოცნება“ პარლამენტში ას ხმას ვერ მოაგროვებს, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ამავე საკითხს ექსპერტებიც გამოეხმაურნენ. ამავდროულად კი სალომე ზურაბიშვილი დღეს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის ლიდერმა საქართველოს პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.