ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოში პირველად ჩამოდის. ის ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის პროგრესს განიხილავს. გარდა ამისა, მხარეები რეგიონულ საკითხებზეც ისაუბრებენ. ჯოზეფ ბორელს მთავრობის წევრებთან, მათ შორის პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე პრეზიდენტთან შეხვედრები აქვს დაგეგმილი. გარდა ამისა, ბორელი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება. რა მოლოდინი აქვთ ბორელის ამ ვიზიტთან დაკავშირებით ქართველ პოლიტიკოსებს