6 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში გადამუშავებულია 20 ათასამდე ტონა ყურძენი. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, „ექსპორტის ზრდის ფონზე და ყურძნის შესყიდვაზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი, რაც ასევე ყურძნის შესასყიდ ფასზეც აისახა: ძირითადი ინდუსტრიული ჯიშების რქაწითელის საშუალო ფასი ამჟამად 1,08 ლარს შეადგენს, მაშინ როცა შარშან, ანალოგიურ პერიოდში 92 თეთრი იყო. ხოლო საფერავის ამჟამინდელი ფასი 1,56 ლარია. უწყების ცნობითვე, შეუფერხებლად მიმდინარეობს 2 სექტემბერს მოსული სეტყვითა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ უკვე გადამუშავებულია 2080 ტონა დაზიანებული ყურძენი.