საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მომზადების ფარგლებში, 11-დან 20 სექტემრის ჩათვლით, სომხეთის რესპუბლიკაში სომხეთისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩატარდება. ღონისძიება სასწავლო ცენტრ „ზარ“-ის ტერიტორიაზე გაიმართება. ერთობლივი წვრთნების მიზანს სამშვიდობო დავალების შესრულების დროს კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის ურთიერთობების სტაბილიზაცია წარმოადგენს.