კიევს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია - Palitra News

კიევს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია

2023-09-06 10:53:23+04:00

უკრაინის დედაქალაქს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბლინკენი კიევში დილით ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ ღამე რუსულმა არმიამ უკრაინის ქალაქებზე საჰაერო თავდასხმები განახორციელა, მათ შორის კიევზე. საჰაერო განგაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩასვლამდე სულ რამდენიმე საათით ადრე შეწყდა.