კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
ლიეტუვასთან წაგების შემდეგ აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში იტალია ანგარიშით 100:63 გაანადგურა.
მატჩის სტარტიდანვე გამოჩნდა, რომ შეერთებული შტატები დომინანტურად თამაშობდა. ამერიკელები ბურთს გაცილებით სწრაფად ათამაშებდნენ სხვაობა ყოველწუთიერად იზრდებოდა.
სტივ კერის შეგირდებმა უკვე შესვენებისთვის 22-ქულიანი ფორა მოიპოვეს და ცხადი გახდა, რომ სერბეთის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 ნახევარფინალისტი აშშ გახდებოდა.
გამარჯვებულთა რიგებში 24 ქულით საუკეთესო მიკალ ბრიჯესი იყო, ტაირის ჰალიბერტონმა 18 ქულა ჩააგდო, ოსტინ რივსმა კი – 12. აღსანიშნავია, რომ ამერიკელებმა 36-დან 17 სამქულიანი (47%) გამოიყენეს, მოხსნებში კი მეტოქეს 51:33 აჯობეს. იტალიელთა მხრიდან მხოლოდ სიმონე ფონტეკიოს (18 ქულა) გამორჩევა თუ შეიძლება.
ამერიკელები მომდევნო შეხვედრას 8 სექტემბერს ჩაატარებენ, როდესაც ფინალის საგზურისთვის გერმანიასა და ლატვიას შორის უმჯობესს გაეჯიბრებიან. მე-2 ნახევარფინალში სერბეთი კანადასა და სლოვენიას შორის უმჯობესს ელის. დარჩენილი მეოთხედფინალები ხვალ, 6 სექტემბერს შედგება.