პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ შეგროვებული ხელმოწერები საქართველოს პარლამენტს, სავარაუდოდ, დღეს წარედგინება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ს მიერ ხელმოწერების ნამდვილობის დადგენის შემდეგ ის უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნება.
სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება პარლამენტს ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს, ამის შემდეგ კი საკითხი კენჭისყრაზე დადგება.