რატომ არ დაუჭირა მმართველმა პარტიამ მხარი ფაშიზმზე გამარჯვების დღის 8 მაისს გადატანას? - უმრავლესობის დეპუტატების უარს როგორც ექსპერტები, ისე პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. მათი განმარტებით, გერმანიამ კაპიტულაცია ისტორიულად 8 მაისს გამოაცხადა, თუმცა საბჭოთა ქვეყნებში ეს დღე 9 მაისს აღინიშნებოდა. მათი შეფასებით, ერთადერთი მიზეზი რის გამოც მმართველმა პარტიამ საკითხსს მხარი არ დაუჭირა, რუსეთის ე.წ. არ გაღიზიანების პოლიტიკა და ოკუპანტ ქვეყანასთან დამთბარი ურთიერთობის შენარჩუნების მცდელობაა.