ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კვლავ განხილვის მთავარი თემაა პრეზიდენტის იმპიჩმენტი. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, მმართველი პარტია ოზოზიციის დახმარების გარეშე ას ხმას ვერ მოაგროვებს, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციაში ისეთი პირები აღმოჩნდნენ, რომლებიც რამის სანაცვლოდ ხელისუფლებას დაეხმარებიან. მათი განცხადებით, შესაძლოა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყოფილი პრეზიდენტის თავისუფლების სანაცვლოდ, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. საკითხს ექსპერტებიც გამოეხმაურნენ.