გრეტა გერვიგის ბარბის Warner Bros-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პრემიერა ჰქონდა. მან ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების (ნაწილი მეორე) შემოსავალსაც კი გადაუსწრო.
ბარბის შემოსავალმა $1.34 მილიარდს გადააჭარბა. ვარაუდობენ, რომ ბარბი მალე სუპერ მარიოს პრემიერასაც აჯობებს და წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმად დასახელდება.
კინოინდუსტრიაში ბარბიმ და ოპენჰაიმერმა გადატრიალება მოახდინეს, რის გამოც მათ "ბარბენჰაიმერის ფენომენიც" კი უწოდეს. ოპენჰაიმერის პრემიერაც ძალიან წარმატებული გამოდგა — მისმა შემოსავალმა $800 მილიონს მიაღწია.
ბარბი გამოსვლის დღიდან მსოფლიოს უდიდეს კინო ბაზრებზე კინოთეატრების სალაროებში გაყიდვებით პირველობას ინარჩუნებს. მედიაანალიტიკოს პოლ დერგარაბედიანის თქმით, ისტორიაში ამხელა შემოსავლისთვის მხოლოდ 50-მდე ფილმს მიუღწევია.
ბარბის პრემიერა 21 ივლისს შედგა და მაყურებლების მოლოდინიც გაამართლა. მისი გამოსვლიდან ორ დღეში ფილმის შემოსავალმა $155 მილიონი შეადგინა. გრეტა გერვიგის ბარბის ქალი რეჟისორების ფილმებიდან კომერციულად ყველაზე წარმატებული პრემიერა ჰქონდა.