სტრიმინგ-სერვისმა Netflix პირველი ინტერაქტიური რომანტიკული კომედია „აირჩიე სიყვარული“ გამოუშვა. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფილმის მთავარი გმირია გოგონა სახელად კამი, რომელმაც რომანტიკული ურთიერთობებისთვის სამიდან ერთი კაცი უნდა აირჩიოს: მობეზრებული ბოიფრენდი, ყოფილი შეყვარებული ან როკ-ვარსკვლავი.
მაყურებელს კი შეუძლია აირჩიოს: რომელ კაბას ჩაიცვამს კამი? აკოცებს თუ არა ამ კაცს? მოატყუებს თუ არა ბოიფრენდს. მაყურებლის არჩევანი ფილმის ფინალს განაპირობებს.
ამასთან, ტიტრების დროს Netflix-ი მაყურებელს მისი არჩევანის შეცვლის ფუნქციასაც სთავაზობს, რაც სურათის დასასრულს შეცვლის.
კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სინამდვილეში მაყურებელს არჩევანის არც თუ ისე ბევრი შესაძლებლობა აქვს, რადგან კამის ყველა არჩევანს საკმაოდ ბანალური შედეგი აქვს, ფილმი კი ჟანრის კლიშეებზეა აგებული.
პირველი ინტერაქტიური ფილმი Netflix-მა 2018 წელს, სერიალ „შავი სარკის“ ფარგლებში გამოუშვა.