ლატვიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება. 5 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ლატვიის ტერიტორიაზე, ქვეყნის ეროვნული შეიარაღებული ძალების ორგანიზებით, კომპლექსური სამხედრო წვრთნები ჩატარდება. მედიის ინფორმაციით, წვრთნებში აშშ-დან, დანიიდან, ესტონეთიდან და ლიეტუვიდან, ასევე ლატვიაში არსებული ნატოს საბრძოლო ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. სულ წვრთნებში დაახლოებით 8500 სამხედრო მონაწილეობს. ლატვიის ხელისუფლებამ სამხედორ წვრთნების მასშტაბების გაზრდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა.