რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი სომხეთთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს აფასებს, მაგრამ შეუძლებელია დაეთანხმოს პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თეზისებს რუსი სამშვიდობოების მისიის ჩავარდნის შესახებ. მისივე თქმით, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ რუსეთში უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თავად სომხეთში, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის პატრიოტი მოქალაქეა.