საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იაპონიის ქალაქ ოკინავადან თბილისში დაბრუნდა.
ილიას ზუროსის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება პირველად მიიღო და ჯგუფურ ეტაპზე სამიდან ორი შეხვედრა მოიგო. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. გუნდმა ასევე შეინარჩუნა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი, რომლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებსაც მომავალ წელს გამართავს.