საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც შოვში მომხდარ მეწყერს და გამომწვევ ფაქტორებს გამოიძიებს. ამ მოთხოვნას ქართული ოცნება პასუხობს, მმართველ პარტიაში განმარტავენ რომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა და პოლიტიკური სირცხვილია.