საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესია ოფიციალურად გაიხსნა. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით წუთიერი დუმილით დაიწყო. გარდა ამისა სესიაზე დეპუტატების მხრიდან ტრადიციული პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდა. პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილსა და ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას შორის გარკვეული სახის კამათიც იყო. დეპუტატებმა ასევე რამდენიმე კანონპროექტი, მათ შორის ოპოზიციის მიერ დაინიცირებულებიც, განიხილეს.