ჩოხატაურში მომხდარი დაპირისპირებისას, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარედგინა. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.