უკვე მეორე დღეა მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „პუტინიზმის დამარცხება!“ მასპინძლობს. კონფერენციაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებიან.