საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დღის წესრიგში დაყენების საკითხს ოპოზიციაში კვლავ აქტიურად განიხილავენ. მმართველი გუნდის დეპუტატთა ინფორმაციით, ხელმოწერები თითქმის შეგროვებულია, დოკუმენტს კი სრულყოფილი სახე მაქსიმუმ ხვალამდე მიეცემა. მათივე განმარტებით, იმპიჩმენტის დაწყების მთავარი მიზანი ერთია - დაცული იყოს კონსტიტუცია და არავის მიეცეს მისი დარღვევის უფლება. ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მათმა კოლეგებმა, სხვა ოპოზიციინერებმა, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირონ. რაც შეეხება ზურაბიშვილის ევროპული ტურნეს მნიშვნელობას, ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან პრეზიდენტის შეხვედრები ევროინტეგრაციას ხელს შეუწყობს.