ფასების ზრდა მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია და მანამდე გრძნობენ თავის ჯიბეზე ამ ტვირთს, ვიდრე საქსტატი დაითვლის და ოფიციალურ მონაცემებად აქცევს. როგორც ქვეყნის მთავარი მთვლელი გეუბნება, 2023 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.9% შეადგინა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული აგვისტოს ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით, საბაზო ინფლაციამ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7% შეადგინა. უწყების მონაცემებით, საქართველოში გასულ თვეში ყველაზე მეტად სეზონური პროდუქცია, ბოსტნეული, ხილი და ბაღჩეული გაძვირდა. მათ შორის, ყველაზე მეტად ფასმა მოიმატა კომბოსტოზე - 150%-ით, მწვანილი გაძვირდ 141%-ით, ტომატ-პასტა - 124.3%-ით, საზამთრო - 89.5%-ით, ყურძენი - 62%-ით, კივი - 39%-ით და დაახლოებით ამდენივეთი მოიმატა ბადრიჯანის, მსხლისა და კიტრის ფასმა.