იანვარ-ივლისი საბანკო სექტორმა ერთნახევარი მლრდ ლარის წმინდა მოგებით დახურა. ამის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა.
კონსოლიდირებული მაჩვენებლების მიხედვით, სექტორის საპროცენტო შემოსავალმა 3.9 მლრდ ლარი შეადგინა, საანგარიშო პერიოდში საპროცენტო ხარჯები დაახლოებით 1.8 მლრდ ლარი იყო. 7 თვის განმავლობაში კომერციული ბანკები, მოგების გადასახადის სახით, ბიუჯეტში 274.2 მლნ ლარს გადაიხდიან. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.
რაც შეეხება წინა წლის შესაბამის პერიოდს, 2022 წლის 7 თვე კომერციულმა ბანკებმა 1.1 მლრდ ლარის მოგებით დახურეს.