საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დღის წესრიგში დაყენების საკითხს ოპოზიციაში კვლავ აქტიურად განიხილავენ. ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მათმა კოლეგებმა, სხვა ოპოზიციინერებმა, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირონ. რაც შეეხება ზურაბიშვილის ევროპული ტურნეს მნიშვნელიბას, ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან პრეზიდენტის შეხვედრები ევროინტეგრაციას არათუ დააზიანებს, არამედ პირიქით, ხელს შეუწყობს.