აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას მიესალმება. განცხადება უწყების წარმომადგენელმა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგების კომენტირებისას გააკეთა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ამბობს, რომ ვაშინგტონი აგრძელებს გაეროსთან და თურქეთთან თანამშრომლობას რათა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა შესაძლო და ფუნქციური გახდეს.