პარლამენტი 5 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ ორი დეპუტატის - დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს. ქეთევან დუმბაძე აგვისტოში მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც პარლამენტის წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელია. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს.