თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე, ორ მწვავე ლოკაციაზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის, პირველადი გადაუდებელი საპრევენციო ღონისძიებები უკვე ჩატარებულია. სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.