მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვაელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ სხვა საკითხებთან ერთად პრემიერმა ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილიმა აღნიშნა, თელავის აეროდრომის ადგილზე ახალი აეროპორტი მოეწყობა, რომელიც მგზავრებს 2024 წლის მაის-ივნისიდან მიიღებს. მატივე განცხადებით ინტენსიური მუშაობა ანაკლიის პორტის ინვესტორის მოსაზიდადაც მიმდინარეობს.