უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვი გაათავისუფლა. მისი თქმით, სამინისტროს როგორც სამხედროებთან, ისე საზოგადოებასთან ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატი სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რეზნიკოვის შემცვლელი სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი იქნება.