ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ტექნიკურად შეუსრულებელია, რადგან ოპოზიციიის არცერთი წევრი „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, მათ კი 100 ხმის აგროვება არ შეუძლიათ. ოპოზიციის განმარტებით, იმპიჩმენტის მთავარი მიზანია - ევროპული კურსის საბოტაჟი. გარდა ამისა, ახლა თავად პრემიერმინისტრმა უნდა გასცეს პასუხი - რატომ არ მისცეს სალომე ზურაბიშვილს უფლება ქვეყნის ევროოინტეგრაციის მიზნით დასავლელ პარტნიორებს შეხვედროდა.