რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ოლქში და შავი ზღვის თავზე, ყირიმთან ახლოს ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, რომლებიც საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჰაერში განადგურდა შავ ზღვის თავზე, ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად და კურსკის ოლქის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის "ვნუკოვოს", "დომოდედოვოსა" და "შერემეტიევოს" აეროპორტებში 20-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო და რვა - გაუქმდა. გადაწყვეტილების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.