დაიწყებს თუ არა საქართველოს პარლამენტი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიებას - ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის ბიუროს მათ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს 4 სექტემბრის სხდომაზე წარუდგენს. ინიციატივის მიხედვით, კომისიამ შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენაზე რეაგირება და ცალკეული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ქმედებების კანონიერება უნდა შეისწავლოს. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ კომისიის შექმნა აუცილებელია, რადგან ოცნების გუნდი პასუხისმგებელი პირებისთვის ხელის დაფარებას ცდილობს. საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგია ქართული ოცნება. მათი თქმით, ოპოზიცია ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს. საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება.