რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნობელის პრემიის ლაურეატი, დმიტრი მურატოვი უცხოური გავლენის აგენტად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება” ავრცელებს. სამინისტროს მტკიცებით, მურატოვი უცხოური აგენტების მასალების შექმნასა და გავრცელებაში მონაწილეობდა და „უცხოურ პლატფორმებს იყენებდა” აზრების გამოსახატად, რომლებიც რუსული პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ფორმირებისკენ იყო მიმართული.