ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს პერიოდში მიმართავს . ქართული ოცნების შეფასებით, ზურაბიშვილი კონსტიტუციას უხეშად არღვევს, რადგან ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება არა მას, არამედ საქართველოს მთავრობას აქვს. პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ იმპიჩმენტს 100 დეპუტატი დაუჭერს მხარს.