უკრაინა მოუწოდებს თურქეთს, მარცვლეულის ალტერნატიული მარშრუტების შექმნაზე რუსეთის მცდელობებს ხელი შეუშალოს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის პორტებიდან ექსპორტის განახლების გარეშე, შავ ზღვაში რუსული მარცვლეულის ექსპორტის მხარდაჭერის ნებისმიერი განხილვა მოსკოვის დაუსჯელობის გრძნობას გაამძაფრებს, საერთაშორისო სამართალს კი მძიმე დარტყმას მიაყენებს. უწყებამ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მცდელობების შესაჩერებლად, თურქეთი საკუთარ შესაძლებლობებს გამოიყენებს.