გაერო-მ რუსეთს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლებისთვის კონკრეტული წინადადებები წარუდგინა - Palitra News

გაერო-მ რუსეთს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლებისთვის კონკრეტული წინადადებები წარუდგინა

2023-09-01 11:52:11+04:00

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს წერილი გაუგზავნა, სადაც შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლების მიზნით კონკრეტული წინადადებები წარუდგინა. გუტერეშის თქმით, მარცვლეულის შეთანხმების განახლება, როგორც უკრაინული ასევე რუსული ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუტერეშმა ხაზი გაუსვა, რომ წარდგენილი წინადადება ყველა საჭირო პუნქტს მოიცავს, რაც მარცვლეულის შეთანხმების აღდგენას სჭირდება.