რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ქალაქ კურჩატოვს, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, თავს ორი უკრაინული დრონი დაესხა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ. ოლქის გუბერნატორის თქმით, შემთხვევის დეტალები ზუსტდება.