სამძებრო სამუშაოები შოვში, სტიქიის ზონაში გრძელდება. სტიქიის შედეგად დაღუპული 31 ადამიანიდან ყველა იდენტიფიცირებულია. მომხდარიდან 30-ე დღეს 2 დაკარგულ არასრულწლოვანს კვლავ ეძებენ. ძებნა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი პოვნის მცირე შანსიც იარსებებს.