ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლთა გაყვანის მოთხოვნამდე, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებამ თავისი ტერიტორიიდან უცხოელი სამხედროების გაყვანა უნდა უზრუნველყონ. მისივე თქმით, ვაგნერის გაყვანის მოთხოვნა დაუსაბუთებელი და საღ აზრს მოკლებულია. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბალტიის სახელმწიფოები სამხედრო ბიუჯეტებს ზრდიან და ბელარუსის საზღვრებთან საჯარისო ფორმირებები გადაჰყავთ.