შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესზე და მისი გაუმჯობესების გზებზე იმსჯელეს. სხდომას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანიც ესწრებოდა.