სააგენტო „ANSA”-ს ინფორმაციით, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მატარებელი ხუთ მუშას დაეჯახა, რომელიც ლიანდაგის სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ადგილზე რეგიონის პრეზიდენტი მივიდა. უბედური შემთხვევის გამო 16 რეგიონული მატარებლის რეისი გაუქმდა, კიდევ 12 კი ცხრილის ცვლილებით იმოძრავებს ან ავტობუსებით ჩანაცვლდება.