ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კვლავ ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა ევროკომისიის წარმომადგენლების მოსაზრება რომლის მიხედვითაც ისინი ევროკავშირის გაფართოებისთვის კონკრეტული თარიღის დათქმას არ ეთანხმებიან. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ურთიერთბრალდების რეჟიმში არიან გადასულები. ხელისუფლების წევრები აცხადებენ რომ ევროკომისიის მხრიდან დამაბნეველი განცხადებები კეთდება, ოპოზიცია კი იმის გამო რომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 9 პუნქტია შესრულებული, პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებს.