კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა - ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია და შერმადინი.პირველ მეოთხედში სამხრეთამერიკელებმა თორნიკე შენგელია ვერა და ვერ გააჩერეს, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა საწყის 10-წუთეულში თავი 12 ქულით გამოიჩინა. საბოლოოდ, ტაიმი 24:19 მოვიგეთ.
მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები ვენესუელას დიდი უპირატესობით გაექცა, სათადარიგოები კვლავ მშვენივრად გაისარჯნენ და ჩვენც 42:23 ვიმარჯვეთ.
მესამე მეოთხედში გიორგი შერმადინის ნაცვლად ბერძენმა სპეციალისტმა გოგა ბითაძე გამოიყვანა და
მესამე ათწუთეულშიც პირველი ორი ქულა თავად მოიპოვა. ზოგადად, ბევრი ტექნიკური წუნი იყო, თორნიკე კი კვლავ ვერ გააჩერეს და საკუთარ მონაგარს 11 ქულა დაამატა.
მეოთხე მეოთხედში დაჭერილი უპირატესობა აღარ გაგვინიავებია და საქართველომ ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 3 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
გოგა ბითაძემ 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება მიითვალა.
მომდევნო ეტაპზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებს ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება, ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.