სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საქალაქო ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად კიდევ 40 ადამიანია დაშავებული. აალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, შენობა განადგურებულია. შემთხვევის ადგილას დაღუპულების სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. შენობის მცხოვრებლები ძირითადად აფრიკელი მიგრანტები იყვნენ.