დაცული ტერიტორიების სააგენტო ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებზე 24 საათიან მონიტორინგს ახორციელებს. სააგენტოს თავმჯდომარე ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე ხანძრის პრევენციის მიზნით მონიტორინგის ჯგუფების მუშაობას ადგილზე გაეცნო. რეინჯერები იმ ტერიტორიებზე პატრულირებენ, სადაც მნიშვნელოვანია მყისიერი რეაგირება ხანძრის გავრცელების პრევენციისთვის.