პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა გენერალურ პროკურატურაში თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი შეიტანეს. ისინი გენერალური პროკურორისგან, ირაკლი შოთაძისგან თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით პოლიტიკური კორუფციის ნიშნით გამოძიების დაწყებას ოფიციალურად ითხოვენ. წერილში ნათქვამია, რომ სამშენებლო პროექტების განხილვა და ნებართვების გაცემა დაჩქარებული წესით მოხდა, საჯარო განხილვებში კი დარგის სპეციალისტები არ მონაწილეობდნენ.