მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ცნობილი ამერიკული ჯგუფის Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კონცერტზე დამსწრე პირებისთვის მუნიციპალური ავტობუსები გახანგრძლივებული დროით ღამის 2 საათამდე იმუშავებენ. კონცერტი 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.